იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მე-18 დაწესებულებაში ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შესახლებული მე-18 დაწესებულებაში, მან მიაყენა როგორც ფიზიკური, ასევ სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. ესენი არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს და ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყნის სამსახურში არიან და თვეების განმავლობაში საკუთარ ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობენ, ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.