„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, 9 ნოემბერს, 10:00 საათიდან საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაიმართება, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსთან.
"ხვალ, დილის 10:00 საათზე დამატებით წერტილებში გავშლით აქციებს. აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან, იქ, ვისი ვალდებულებაცაა, რომ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც ახლა ჰყავთ. ასე ეტაპობრივად აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც მოსაგებია. არანაირი სახლი, დღეიდან სახლი და ოჯახი თავისუფლების მოედანია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.