16 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
პოლიტიკური ვითარება, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი და 2021 წლის არჩევნები - ოპოზიციამ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან ისაუბრა

პოლიტიკური ვითარება, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის საკითხი და 2021 წლის არჩევნები იყო განხილვის მთავარი თემები ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ერიკა ოლსონის შეხვედრაზე. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან ხელისუფლების ოპონენტების შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციამ უმასპინძლა. ოპოზიციას იმედი აქვს, რომ პარტნიორების რეაგირება მკაცრი იქნება.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე  მიიჩნევს, რომ დასავლეთის მიერ ხელისუფლებაზე ზეწოლის რამდენიმე გზა არსებობს :

"საჯაროდ, უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე, თუ რა ხდება ქვეყანაში და მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანა გადაიყვანა ევროატლანტიკური გზიდან, ეს არის ერთი გზა ზეწოლის. მეორე, ეს არის, ცხადია, სანქციები," - აცხადებს ჯაფარიძე. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ოლსონის მთავარი კითხვა მათი მისამართით იყო ოპოზიციის ხედვასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის აღსრულების მექანიზმები უნდა იყოს გამოყენებული, რომ "ქართულ ოცნებას" ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აიძულონ. 

"ფართო სპექტრზე იყო საუბარი, გარდა ფინანსური სანქციებისა, ასევე - პერსონალური სანქციები, ან გადაადგილების შეზღუდვა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები