16 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
"კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება" - ელენე ხოშტარია

მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე  გიგი უგულავას მიერ სამართალდამცველის ოჯახთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გმობს.

"კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება, თუ არ ვცდები მან ბოდიში მოიხადა. თუმცა, ვთხოვ ყველას, მოვუწოდებ ჩემს კოლეგას, ჩვენს ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. "ოცნებამ" შექმნა აბსოლუტურად არანორმალური და ისტერიკული სიტუაცია, ამიტომ ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ვგმობ, არ ვეთანხმები,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, გიგი უგულავამ გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ციხის თანამშრომლის შესახებ განაცხადა, რომ "ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავთ ჯალათი".

დღის ამბები