16 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
"შვილზე მუქარა არასდროს არის სწორი" - თინა ბოკუჩავა გიგი უგულავას განცხადებაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა გიგი უგულავას მიერ სამართალდამცველის ოჯახთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, არცერთი ადამიანის მიმართ, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა,არ არის სწორი შვილებზე მუქარა.

"შვილზე მუქარა არასდროს არ არის სწორი. არცერთ კონტექსტში, არცერთ მოცემულობაში, არცერთი ადამიანის მიმართ, კრიმინალის მიმართაც კი, არ არის სწორი,"- ამბობს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, გიგი უგულავამ გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ციხის თანამშრომლის შესახებ განაცხადა, რომ "ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავთ ჯალათი".

დღის ამბები