16 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
ის სიძულვილის ენა, რითაც გიგი უგულავა სამართალდამცველების ოჯახზე საუბრობს, არის "ნაციონალური მოძრაობის" სახე - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი"ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ის მუქარები, რომლებიც ახლა ოპოზიციონერი ლიდერებისგან ისმის აქციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს სისრულეში მოჰყავდათ.

"ის რომ მან თქვა, უნდა იყოს მუქარები, ბოძზე უნდა გაიკრას ამ ადამიანების სურათები, უნდა დამუნათდენ ამ ადამიანების ოჯახის წევრები, მათ შორის ბავშვები - ეს არის მათი სახე.

დღეს, როდესაც ოპოზიციაში ხარ და კიდევ ასე ემუქრები, ეს ნიშნავს იმას, რომ ორჯერ მეტად გააკეთებ, რასაც აკეთებდი ხელისუფლებაში ყოფნის დროს,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

ცნობისთვის, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ციხის თანამშრომლის შესახებ განაცხადა, რომ "ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავთ ჯალათი".

დღის ამბები