16 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ყველასთვის უკეთესი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილს წინააღმდეგობა არ გაეწია და როგორც დატოვა საკანი, ისეთი ნებაყოფლობით გაყოლოდა თანამშრომლებს - იუსტიციის მინისტრის მოადგილე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მისივე ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გადაწყვეტილება მისი ეტაპირების შესახებ სწორედ ამიტომ მიიღეს.  

"ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს წინააღმდეგობა არ გაეწია და როგორც დატოვა საკანი სწორედ ისეთი ნებაყოფლობით გაჰყოლოდა თანამშრომლებს. თუმცა, რადგან მან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თანამშრომლებს, სხვა საშუალება, რომ  ასეთ დროს მიზანი იყოს მიღწეული, რომელის მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა იყო, უბრალოდ არ დარჩა,"- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაავრცელა. 

დღის ამბები