საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში ეტაპირების ამსახველ კადრებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასალის გავრცელება არის სამწუხარო ფაქტი.
"კადრების გავრცელება არის ძალიან სამწუხარო და აჩენს კითხვებს, არ ვფიქრობ, რომ ეს სიტუაციას გააუმჯობესებს, სამწუხაროდ კადრების გაშვების მიზანი არ არის ის რაც ყურადღების ცენტრში უნდა მოქცეულიყო.
ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელიც შეეხება პირადი სივრცის ხელშეუხებლობას და ღირსების დაცვას,"-კარლ ჰარცელი.