მიხეილ სააკაშვილის საქმეს, რომელიც ხვალ, 15 ნოემბერს გაიმართება, არაერთგვაროვნად აფასებენ მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, პატიმარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სააკაშვილის სასამართლო პროცესს, ე.წ "პიჯაკების საქმეზე" არასერიოზული უწოდა :
"კაცს კლავენ, კაცი ითხოვს, შევწყვეტ შიმშილობას, ოღონდ არ უნდა მოკვდეს. მოკვდესო, ხელისუფლება ამბობს, კლინიკაში არ გადავიყვანთო. ახლა იმაზე კომენტარის გაკეთება, რომ ეს ბრალდება არის არასერიოზული, თავად ეს ყველაფერი არის არასერიოზული.... რა შუაშია პიჯაკები, რა შუაშია ხარჯვა, ადამიანს კლავენ ციხეში. ახლა მთავარი თემა არის, უნდა მოკვდეს, თუ არ უნდა მოკვდეს,”- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი კი ამბობს, რომ აბსურდი ვერ იქნება საქმე, რომელიც საიდუმლო ნაწილს ექვემდებარება :
"აბსურდი ვერ იქნება, კი ესენი ეძახიან აბსურდს "პიჯაკების საქმეს" , მაგრამ თუ ირონიაა, მაშინ "ბოტოქსების საქმე" უფრო ეთქმის, მათ შორის - ისეთი თემებია, რომლებიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არანაირ გამართლებას, ვერ გაამართლებ.
საიდუმლო ნაწილს ექვემდებარებოდა, აგრეთვე, უამრავი სხვა ხარჯი, რომელიც, შეიძლებოდა ღიად და გამჭვირვალედ დახარჯულიყო იმ შემთხვევაში, თუ მას გამართლება აქვს კანონით", განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.