"ნაციონალური მოძრაობის" აქცია კვლავ გრძელდება, მიზეზი კი უცვლელი რჩება, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რათა დაცული იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აქციაზე იმყოფება ”ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი გიგი უგულავა, მისი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გადადგეს მთავრობა
"პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოთხოვნები არის მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და დაუყოვნებლივ გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდეს და უსაფრთხოდ იყოს. მეორე საკითხი არის, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მესამე საკითხი არის, მთავრობის გადადგომა,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ პროტესტი, რომელსაც ისინი მიმართავენ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზნით, არის არაძალადობრივი და ძალიან მწვავე.
"ეს პროტესტი იქნება, ძალიან მწვავე, იქნება არაძალადობრივი. ჩვენ ხელისუფლებას არ მივცემთ არანაირ შესაძლებლობას, გამოიყენოს რაიმე რეპრესიული ქმედებები. ხოლო თუ ისინი გადავლენ კანონს, გადაჯეგავენ ყველაფერს და მაინც მოახდენენ ამ ხალხზე ეგზეკუციას და თავდასხმას მშვიდობიან პროტესტანტებზე, ეს არის მათი არჩევანი,"- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.