მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი გრძელდება.
ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები თითქმის სამი საათის განმავლობაში თბილისის ქუჩებში ავტოკოლონებით გადაადგილდებოდნენ.
აქციის მონაწილეები 3 სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და მსვლელობა ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს. გადაადგილების მარშრუტი ამ შემთხვევაშიც დაანონსებული არ ყოფილა.