უმრავლესობის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას პარლამენტის დატოვების შესახებ ამომრჩევლისადმი უპატივცემლობას უწოდებს.
პაპუაშვილის თქმით, ის, რომ "ლელოს" სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან და მხოლოდ ერთი გადის, ამომრჩევლის უპატივცემულობის ნიშანია.
"როცა პარლამენტის წევრის მანდატს დებ და პარლამენტიდან გადიხარ, პატივს არ სცემ საკუთარ ამომრჩეველს. "ლელო" უპატივცემულობას რომ იჩენდა, ხმები სწორედ ამიტომ დაკარგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიხედვით,"- აცხადებს პაპუაშვილი.