16 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მსვლელობას გლდანის ციხის მიმართულებით მართავენ

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ოპოზიციონერები და აქტივისტები მეტროსადგურ "ახმეტელთან" შეიკრიბნენ და გლდანის ციხის მიმართულებით მიდიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად მიდიან, მისი თქმით, არ აპირებენ გაჩერებას მანამდე, სანამ ექსპრეზიდენტს არ გადაიყვანენ მრავალპროფილურ კლინიკაში და არ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 

აქციაზე იმყოფება თბილისის საკრებულოს წევრიც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მიხეილ კაკაურიძე, მისი თქმით, აქციის მიზანია, ექსპრეზიდენტს სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადონ.

დღის ამბები