პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძეს განცხადებით, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მრავალპროფილურ საავადმყოფოში "ლელო" და მასში შემავალი პარტიები შეწყვეტენ აქციებს, რადგან ქვეყანაში კანონი და სიმშვიდე არის ყველაზე მნიშვნელოვანია.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას, ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული, ასევე მას ჰქონდეს საშუალება, რომ სასამართლოზე წარდგეს. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, ეს იყო ჩვენი მიტინგებზე გამოსვლის მიზანი. თუ ეს ყველაფერი დაკმაყოფილდა და ამას კონსილიუმი დაადასტურებს, რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნით „ლელო“ აღარ გააგრძელებს აქციებს. გიდასტურებთ, რომ „ლელო“ და მასში შემავალი პარტიები შეთანხმდნენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნებოდა მულტიპროფილურ კლინიკაში პოლიტიკური აქციები აღარ იქნებოდა პარტიების მიერ, ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში კანონი და სიმშვიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. მე-3 პრეზიდენტი ამ დრომდე გლდანში, მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.