16 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
გონივრულია ხელისუფლების გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით - გიორგი ვაშაძე

მთავრობის მიერ ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე პირად Facebookze -ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, გონივრული გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, რითაც გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს და ქვეყანას აარიდებს სამოქალაქო დაპირისპირებას. 

"ნამდვილად გონივრულია ხელისუფლების გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადყვანასთან დაკავშირებით.

ამით პირველ რიგში, გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და მეორე ამ ნაბიჯით ავარიდებთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.

რაც შეეხება, სხვა საკითხებს, ეს საერთო სახალხო ბრძოლის საქმეა, რომლის შედეგები ჩვენს მონდომებაზე და აქტივობაზეა დამოკიდებული და მჯერა ეს აუცილებლად დასრულდება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებით,"- გიორგი ვაშაძე. 

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.  მე-3 პრეზიდენტი ამ დრომდე გლდანში, მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

 

დღის ამბები