16 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
მოვუწოდებ ელენე ხოშტარიას, რომ ეს ბრძოლა ამ მეთოდით დაასრულოს და შეწყვიტოს შიმშილობა - ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, "დღის კურიერის" ეთერში იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს.

მან ასევე ელენე ხოშტარიას მოუწოდა ბრძოლა შიმშილობის მეთოდით დაასრულოს. 

"ახლა მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ და გადავიყვანოთ სხვა დაწესებულებაში. ასევე, იმედი მაქვს სხვა პოლიტიკოსებიც შეწყვეტენ შიმშილობას. მოვუწოდებ ჩემს კოლეგა ელენე ხოშტარია, რომ ეს ბრძოლა ამ მეთოდით დაასრულოს,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

ამასთან, შეკითხვაზე - რა გეგმა აქვს ოპოზიციას და გაგრძელდება, თუ არა აქციები, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ბრძოლა ყველა ფრონტზე უნდა გაგრძელდეს. 

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.  მე-3 პრეზიდენტი ამ დრომდე გლდანში, მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

 

დღის ამბები