სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს:
"მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე მაღალი ალბათობით ლეტალურ შედეგს გამოიწვევს.
ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩიებში,"- წერს ნინო ლომჯარია.
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. მე-3 პრეზიდენტი ამ დრომდე გლდანში, მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.