16 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

16 დღის შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა - ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

 ელენე ხოშტარიას თქმით, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ამ სიუტიაციაში გამოსავალია.

 "გორის ჰოსპიტალში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით მკურნალობის. ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის.

მე ახლა ველოდები ექიმს. რეაბილტიაციის ეტაპი არის მნიშვნელოვანი. ასევე, ველოდები სააკაშვილის გადაყვანის ფაქტს. ველოდები ექიმს და გავყვები მის რჩევებს," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.  მე-3 პრეზიდენტი ამ დრომდე გლდანში, მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

 

 

 

დღის ამბები