16 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის შესაბამისი - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობას მე-3 დღეა გორის ჰოსპიტალში გადის. მიხეილ სააკაშვილს დღეს დედა და მეუღლე სტუმრობდნენ. 

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე ლიზა იასკო ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა ის მაინც სუსტად არის. ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

"სამწუხაროდ, ის თავს ცუდად გრძნობს, თუმცა უკეთ გამოიყურება. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის შესაბამისი. მე არ ვარ ექიმი და რთულია იმის თქმა, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ის სუსტადაა. მას სხვადსხვა სიმპტომი აქვს, ახლა მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც მის სამედიცინო რეაბილიტაციას შეეხება და საჭიროა ის იყოს თავისუფლებაზე. გასული დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ამის გამოსწორებას ძალიან დიდი დრო სჭირდება," - განაცხადა ლიზა იასკომ.

გორის ჰოსპიტალში იმყოფება ექიმთა კონსილიუმის წევრების ნაწილიც.

დღის ამბები