16 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მის არასაპატიმრო გარემოში რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობენ

პირადი ექიმის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის არასაპატიმრო გარემოში რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ოჯახის წევრები საუბრობენ. გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, პირველად ყოფილი პრეზიდენტის დედამ და უკრაინელმა მეუღლემ, ლიზა იასკომ მოინახულეს. დილიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობენ სამთავრობო კონსილიუმის წევრები.

მისმა თანაგუნდელმა ეკა ხერხეულიძემ, მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა, რისი საშუალებაც მას არ აქვს. ეკა ხერხეულიძემ ასევე აღნიშნა, რომ ახლა, მთავარი საკითხი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. 

ასევე, მისი თანაგუნდელები და ადვოკატები, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვენ. 

დღის ამბები