16 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, ნელ-ნელა გავაფართოვებთ კალორაჟს - ენდოკრინოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ დატოვა. 

მან ექსპრეზიდენტის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. 

"სტაბილურია მისი მდგომარეობა. გავუკეთეთ ექოკარდიოგრაფია, შიმშილის მარკერები ნორმაშია. როგორც იქნა, ცილამაც, ნელნელა, მოწესრიგება დაიწყო და ვიტამინების დოზას ნელნელა ვამცირებთ. ხვალიდან უკვე დაკვირვების სტადიაში გადავდივართ და ნელ-ნელა გავაფართოვებთ კალორაჟს,"- განაცხადა ელენე გიორგაძემ.

დღის ამბები