16 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
ვიდრე საქართველოს სურს ევროკავშირში და ამ გზაზე დგას, ჩვენც მხარს გიჭერთ, გელით და ვთანამშრომლობთ თქვენთან - მარინა კალიურანდი

"ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაციამ სტრასბურგში შეხვედრები უკვე დაასრულა. დეპუტატები ევროპელ კოლეგებს შეხვდნენ.

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განმარტებით, ჯერ უცნობია რამდენად არის მზად ევროკავშირი ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე. ის იმედოვნებს, რომ დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის ცვლილებების საწყისი გახდება.

"პრინციპი - მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის, რეალობაა. თითოეული პარტნიორი სახელმწიფო წყვეტს, თუ რა გზას ირჩევს, რამდენად ახლოს სურს ევროპასთან ყოფნა. ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შესაძლოა გახდეს ცვლილებების ფურცელი, თანამშრომლობის ახალი თავი. იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე, ეს დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება, რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ განსხვავებული სიტყვები და ფრაზები, მაგრამ მთავარი უცვლელი რჩება, ვიდრე საქართველოს სურს ევროკავშირში და ამ გზაზე დგას, ჩვენ აქ ვრჩებით, მხარს გიჭერთ, გელით და ვთანამშრომლობთ თქვენთან," - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.

სამიტი 15 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს. მანამდე კი დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრა.

დღის ამბები