16 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
ხმაური ლანჩხუთის საკრებულოში - ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის " დეპუტატები დაუპირისპირდნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა კახა ასკურავამ “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება გააპროტესტა.

დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი 14 434 000 ლარით
განისაზღვრა.

დღის ამბები