16 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
შევეგუოთ, რომ ის არის დამნაშავე, მას მოუწევს მინიმუმ 6 წელი იჯდეს იქ, სადაც დღეს იმყოფება - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" განცხადებით, მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობისა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაინც მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც მისჯილი აქვს.

"საზოგადოებრივი კომიტეტის" შექმნის ინიციატივას თბილისის მერმა კახა კალაძემ კრიზისიდან გამოსვლის მცდელობა უწოდა.  

"მაგათ უნდა იზრუნონ, როგორ გამოვიდნენ კრიზისიდან. მგონია, ეს წლები კარგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მომავალში, იმიტომ, რომ დესტრუქცია, ყოველთვის არეულობის მცდელობა, მავნებლობა დამაზიანებელია პირველ რიგში მათთვის. მართალია, ქვეყანასაც აზიანებს ეს, მაგრამ, პირველ რიგში დება ამ კონკრეტული პარტიის მარგინალიზაცია, რაც სახეზე გვაქვს.

მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ის არის დამნაშავე, კონკრეტულ საქმეებში აქვს დანაშაული. მას მოუწევს, მინიმუმ, 6 წელი იჯდეს იქ, სადაც დღეს იმყოფება,"- აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები