16 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
დაესწრება თუ არა მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტი 7 ნოემბრის საქმის განხილვას სასამართლოში, ჯერჯერობით, უცნობია

მიხეილ სააკაშვილის სასამართლომდე ერთი დღე რჩება. ჯერ კიდევ უცნობია, დაესწრება თუ არა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 7 ნოემბრის საქმეს საქალაქო სასამართლოში. ექსპრეზიდენტი ამ დრომდე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.

მასთან შესახვედრად გორში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ჩავიდა. მისი თქმით, ცალკე მოინახულებს ექსპრეზიდენტს და ამის შემდეგ შეიკრიბებიან მთავარ ექიმთან.

"მე ვფიქრობ, ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა. წინა ორმა კომისიამ თქვა, შეიძლება მისი დასწრებაო, არ მგონია რამე შეიცვალოს,“- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

დღის ამბები