2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. მმართველი გუნდის შეფასებით, მთავარი საფინანსო დოკუმენტი სრულად პასუხობს წლის გამოწვევებს.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპონენტებს - მათი მტკიცებით, ის მმართველი გუნდის ბიუროკრატიულ ხარჯებზეა მორგებული. ოპოზიციის ნაწილი განხილვის პროცესს დაესწრება, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ნაციონალური მოძრაობა" კი ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. 2022 წლის ბიუჯეტი 19 მილიარდამდე ლარით განისაზღვრა, მასში გათვალისწინებულია სახელმწიფო უწყებების თანაშრომლების ხელფასების და პენსიების ზრდა.