20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
საქართველოში "ომიკრონის" 2 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

"ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა", - აღნიშნავს გამყრელიძე.

დღის ამბები