თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგ ბრალდებაზე ამ წუთებში სხდომა იწყება. პროცესზე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს განიხილავენ. პროკურატურა ბრალდებულებს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
დღევანდელ სხდომასაც მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება, რადგან, პროცესის პარალელურად 12 საათზე გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაა დაგეგმილი.