საქართველო "ექსპო დუბაიზეა" - მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო და ტექნოლოგიური გამოფენისთვის თბილისმა მეღვინეობა, ქართული დამწერლობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
საერთაშორისო გამოფენა "ექსპო 2020 დუბაის" ფარგლებში, საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება. ღონისძიებაში ქართული დელეგაცია ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. არაბეთის საემიროებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალური შეხვედრები გამართეს. უკვე ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და გაერთიანებულ არაბთა საემიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
"ექსპო 2020 დუბაიზე" ქართული პავილიონი ოთხი თემატური მიმართულებით არის წარმოდგენილი: ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიკური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება და ბიზნესგარემო. ექსპოზიცია ხაზს უსვამს ერთი მხრივ, ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც იუნესკოს მიერ არის აღიარებული და მეორე მხრივ საქართველოს,როგორც თანამედროვე ქვეყანას, რომელიც თანამედროვე სამყაროს უამრავ შესაძლებლობებს სთავაზობს.
"ექსპო 2020 დუბაიზე" მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობდა. მას ექვსი თვის განმავლობაში, მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს. ეს არის ერთგვარი კატალიზატორი ერებს შორის და უნიკალური პლატფორმა, ქვეყნის შესაძლებლობების გასაცნობად. "ექსპო 2020 დუბაიზე"წელს ქვეყნის სახელით მონაწილეობს, ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" და გორის ქალთა კაპელა.
ექსპო დუბაიზე"თებერვალში საქართველოს პავილიონი ქართულ კულინარიას დაეთმობა, სადაც ქვეყნის კულინარიული შესაძლებლობების დემონსტრირებას ქვეყნის საუკეთესო შეფები შეეცდებიან.