20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. მთავრობის მეთაური პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრა.

"დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენს სულიერ წინამძღოლს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.

44 წელია საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა, და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს.

ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება.

დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ,"- წერია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა. 

გარდა პოლიტიკური ლიდერებისა, პატრიარქს დაბადების დღეს სასულიერო პირები, მაღალი იერარქიის მღვდელმსახურები. ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მიიჩნევს, რომ ილია მეორე არა მხოლოდ საქართველოსთვის არის ღირსების სიმბოლო, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსათვის.

"ჩვენ გვყავს უხუცესი პატრიარქი, როგორც ასაკით, ასევე, პატრიარქობის ხანგრძლივობით მთელს მსოფლიოში. ამიტომ, მისი დაბადების 89 და პატრიარქობის 44 წელს გილოცავთ, თქვენ ყველას,"- ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

დღის ამბები