20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
200 ლარიანი ჯარიმა ტაქსიში მოწევისთვის - რას ითვალისწინებს ახალი კანონი, რომელიც უკვე 4 დღეა ძალაში შევიდა

"მოწევა აკრძალულია" - ეს ნიშანი საქართველოში ტაქსებში გამოჩნდა. უკვე 4 დღეა, რაც ახალი კანონი ძალაში შევიდა და ის მხოლოდ ტაქსებს არ ეხება.

დაჯარიმდებიან ისინიც, ვინც არასრულწლოვნების თანდასწრებით თამბაქოს საკუთარ ავტომობილში მოიხმარენ.

ჯარიმები სხვადასხვაა, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც რეგულაციას არავინ აპროტესტებს.

განსაკუთრებით კმაყოფილები არიან მგზავრები, ვისაც ტაქსიში ჩაჯდომისთანავე თამბაქოს კვამლით გაჟღენთილი სალონი ხვდებოდა.

ტაქსებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას მოწინააღმდეგე ფაქტობრივად არ ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვით კატერზე.

ბევრისთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა წყალში ღია ცისქვეშ მცურავი საშუალება აკრძალვაში. 

ტაქსიში თამბაქოს მოხმარების წესების დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება. მათ კი, ვინც სიგარეტს არასრულწლოვნის თანდასწრებით მოსწევს, 50 ლარიანი საურავის გადახდა მოუწევთ. განმეორებით შემთხვევაზე თანხის ოდენობა გაორმაგდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები