20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
2 საათში შობა დგება - სამების საკათედრო ტაძარში წირვა 23 საათზე დაიწყება

მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი 2 საათში შობის დღესასწაულს იზეიმებს. სხვა ტაძრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება, რომელსაც კათალიკოს პატრიარქი წარუძღვება.

ყოველწლიურ საშობაო ეპისტოლეს კი მრევლს არქიდიაკვანი დიმიტრი დავითაშვილი გააცნობს. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი 11 საათზე მივა. 

 

დღის ამბები