რამდენიმედღიანი შეფერხების შემდეგ ნაწილობრივ აღდგენილი რეისები. სულ რამდენიმე წუთის წინ ყაზახეთის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამგზავრო თვითმფრინავი გაფრინდა. მას მგზავრები თბილისიდან აქტობეში გადაჰყავს.
დღესვე დაგეგმილია კიდევ ერთი რეისის შესრულება.გუშინ ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში ყაზახეთიდან სულ 4 თვითმფრინავი დაეშვა.
როგორც ყაზახეთიდან ჩამოფრენილი მგზავრები ამბობენ, ამ დროისთვის, ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია.მათივე ინფორმაციით, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, ერთადერთი, რაც ამ დრომდე არ აღდგენილა, ეს ინტერნეტთან წვდომაა.