ევროკავშირის ელჩი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. კარლ ჰარცელის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო.
ჰარცელის თქმით, ხვალ სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდმა უნდა წარადგინოს ანგარიში ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მდგომარეობის შესაფასებლად.
"მიხეილ სააკაშვილის საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ სამი მიმართულებით: ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისდამი მოპყრობა - როგორც პატიმრისადმი, მნიშვნელოვანია მას სამართლიანი სასამართლო ჰქონდეს. ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ობიექტური სამედიცინო ანალიზი მნიშვნელოვანია, როდესაც ამ საქმეს განვიხილავთ," - ამბობს კარლ ჰარცელი.