20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს საია, "სამართლიანი არჩევნები" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" დაიცავს

საია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ISFED სასამართლოში კულტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებიდან განთავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს დაიცავენ.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მესამე სექტროში ფიქრობენ, რომ რეორგანიზაცია უსამართლოდ ჩატარდა.

"ცხადია, მიუღებელია შრომითი უფლებების დარღვევა და იმის გამო, რომ ადამიანები გამოთქვამენ განსხვავებულ და კრიტიკულ მოსაზრებას, ან იმის გამო, რომ ისინი უბრალოდ არ ეთანხმებიან კულტურის მინისტრის პოზიციას, ხდება მათი დაუსაბუთებელი, დისკრიმინაციული გათავისუფლება.

ყველას მივმართავ თხოვნით, თუ მათ მიერ ხორციელდება უსაფუძვლო, დისკრიმინაციული გათავისუფლების მცდელობები, მოგვმართონ და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ბოლომდე ვიდავოთ სამართლებრივად მათი უფლებების დასაცავად,"- განაცხადა ბრიფინგზე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ. 

დღის ამბები