19 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
ევროკავშირის საგანაგებო სხდომა ბრიუსელში - რაზე იმსჯელეს მსოფლიო ლიდერებმა

დასავლეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ბრიუსელში ევროკავშირის საგანაგებო სხდომა დასრულდა, მას ისტორიაში პირველად ფიზიკურად ესწრებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შეხვედრის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ჯო ბაიდენმა კომენტარები გააკეთეს მედიასთან და ხაზი გაუსვეს დასავლეთის ერთიანობას.

"ჩვენი ერთიანობა მტკიცეა და მოხარული ვართ, თქვენთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით. ახლა რთული და გამოწვევებით სავსე დროა და ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი და გონივრული გადაწყვეტილება მომავლისთვის, უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის. მადლობა ამ შესანიშნავი თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის" - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

პუტინის ზრახვებზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დასავლეთის ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა:

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დასავლეთში უნდა გავაკეთოთ ერთიანობაა. ეს არ არის ევფემიზმი, ამას სიტყვასიტყვით ვგულისხმობ. მე გარკვეული დრო გავატარე ვლადიმერ პუტინთან ნოემბერსა და დეკემბერში. მაშინ ჩვენ გვქონდა კონფერენცია შვეიცარიაში და ჩემთვის ისევე, როგორც შენთვის ნათელი იყო, რომ მისი განზრახვები ძალიან განსხვავდებოდა კეთილი ზრახვებისგან.

ჩემი აზრია: ერთიანობა და ერთიანობა. და ზუსტად ის, რასაც პუტინი თავიდანვე ცდილობს, და ამას ვამბობ ჩემი ვიცე-პრეზიდენტობიდან მოყოლებული, არის ნატოს დაშლა. მას ურჩევნია 30 დამოუკიდებელი ქვეყნის წინაშე იყოს, ვიდრე 30 გაერთიანებულ ქვეყნის წინაშე შეერთებულ შტატებთან ერთად, არ ვხუმრობ, სრულიად სერიოზულად მჯერა, რომ ეს მისი განზრახვა იყო თავიდანვე,"- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები