19 მაისი 2024,   22:26
ვრცლად
თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მე-7 სხდომა იმართება

თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მე-7 სხდომა იმართება. სხდომაზე მხარეები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფართო სპექტრს განიხილავენ, ასევე განხორციელებულ, თუ მიმდინარე რეფორმებს, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით უაღრესად მძიმე ვითარებას და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის თემას.

კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია წარუძღვება. ევროკავშირის მხრიდან კი, სხდომას თანათავმჯდომარეობას უწევს საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი, ლუკ დევინი

დღის ამბები