19 მაისი 2024,   22:05
ვრცლად
სტოლტენბერგი: პუტინი იღებს საპირისპიროს - სურდა ნაკლები NATO თავის საზღვრებთან, მაგრამ იღებს მეტს, სურდა ჩვენი გაყოფა და იღებს უფრო გაერთიანებულ ალიანსს 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთსა და NATO-ს შორის სრულმასშტაბიანი ომი ნაკლებსავარაუდოა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა CNN_თან განაცხადა. მისი თქმით, სრულმასშტაბიანი ომის ალბათობა NATO-ს ქვეყნების ერთიანობის დემონსტრირებამ შეამცირა. ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სიტუაცია უაღრესად არაპროგნოზირებადია და NATO ახალი რეალობის წინაშე დგას.

"ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთსა და NATO-ს შორის სრულმასშტაბიანი ომი, რადგან ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შედეგები მოჰყვება იმას, თუ რუსეთი NATO-ს წევრს სახელმწიფოზე თავდასხმას გადაწყვეტს. ნაადრევია იმის თქმა, როგორი იქნება სამომავლოდ ჩვენი რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ ეს აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო.

ჩვენ ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ, ამ ომის შედეგები დიდხანს დარჩება. პუტინი იმის საპირისპიროს იღებს, რაც სურს. მას სურდა ნაკლები NATO თავის საზღვრებთან, მაგრამ იღებს მეტ NATO-ს. მას ჩვენი გაყოფა სურდა - ის უფრო მეტად გაერთიანებულ NATO-ს იღებს,"- განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები