19 მაისი 2024,   22:27
ვრცლად
ბაიდენი ქალაქ ჟეშუვში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდება - აშშ-ის პრეზიდენტს პოლონეთში რამდენიმე საათში ელოდებიან

ბრიუსელიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონეთში გაემგზავრება. მას კოლეგა ვარშავაში ელოდება. უკრაინის მეზობელ ქვეყანაში ჯო ბაიდენის აქცენტი ლტოლვილების საკითხზე იქნება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბაიდენი ქალაქი ჟეშუვში ჩავა, რომელიც დააახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან, სადაც უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდება.

ცნობისთვის, შტატების პრეზიდენტმა გუშინ ბრიუსელშივე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახით ვაშინგტონი უკრაინას ერთ მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფს.

დღის ამბები