18 მაისი 2024,   14:54
ვრცლად
საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება - მაკრონი ემბარგოს დაწესების მომხრეა

საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს რაიმე ცვლილებას მოიტანს. ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ის უკრაინელ კოლეგასთან მუდმივ კავშირზეა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანას რუსული გაზი არ სჭირდება და რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების მომხრეა.

"ბუჩასა და სხვა ქალაქებში მასობრივი მკვლელობების შემდეგ, ომმა სხვა მიმართულება მიიღო. ამრიგად, მე ვლადიმერ პუტინთან მას შემდეგ პირდაპირი საუბარი აღარ მქონია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომავალში გავაკეთო. მე წავალ კიევში, თუმცა წავალ იქ, რათა წავიღო რამე სასარგებლო და მხოლოდ მხარდაჭერის საჩვენებლად არ ჩავიდე, რაც აშკარაა. კონფლიქტის დაწყებიდან პრეზიდენტ ზელენსკის 40-ჯერ ვესაუბრე, მას ვესაუბრე გასულ კვირასაც. მხარდაჭერა მუდმივია. მაგრამ თუ მე წავალ კიევში, ამან უნდა მოიტანოს ცვლილება," - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი



 

დღის ამბები