18 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
რუსეთი უკრაინაზე შეტევის არეალს აფართოებს - ოკუპანტები კრივოი როგზე თავდასხმისთვის ემზადებიან 

უკრაინაში ომის 61-ე დღე იწყება - ბოლო მონაცემებით, პოლტავას რეგიონში, ქალაქ კრემენჩუკში ოკუპანტებმა 9 რაკეტა ჩამოაგდეს, რამაც ქალაქის ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

საჰაერო იერიშებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დონეცკში, დაშავდა 5 ადამიანი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღდგომის დღეს თავდასხმა იყო ხარკოვზეც, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 14.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ხერსონში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალები კრივოიროგზე თავდასხმისთვის ემზადებიან. 

დღის ამბები