18 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
რეჟისორი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მთლიანად თეატრს მიუძღვნა - საზოგადოებამ დღეს თემურ ჩხეიძე უკანასკნელ გზაზე გააცილა

აპლოდისმენტების თანხლებით, საზოგადოებამ დღეს თემურ ჩხეიძე უკანასკნელ გზაზე გააცილა.

რეჟისორი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მთლიანად თეატრს მიუძღვნა, 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლის ავტორია. რეჟისორის შემოქმედებითი მეგობრები, თემურ ჩხეიძეს და მის შემოქმედებას კიდევ ერთხელ იხსენებენ.

არაერთი ჯილდოს და პრემიის მფლობელი, რეჟისორი უკანასკნელ გზაზე, მისმა მეგობრებმა, თაყვანისმცემლებმა, საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თემურ ჩხეიძის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

თემურ ჩხეიძე ზუგდიდის მოზარდ მაყურებლის, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენებზე, არაერთ შედევრს ქმნიდა. ბოლო წლები მარჯანიშვილის თეატრში გაატარა. რეჟისორის სამოქალაქო პანაშვიდიც, სწორედ ამ თეატრის სცენაზე მიმდინარეობდა. მეგობრები და კოლეგები მის ფენომენალურ ნიჭსა და სცენის მიღმა, განსაკუთრებული ურთიერთობის უნარზე საუბრობენ.

"ჯაყოს ხიზნები", "ლედი მაკბეტი", "ანტიგონე", "მოთამაშე", "თარგმანები" - ეს იმ სპექტაკლების მცირე ჩამონათვალია, რომელიც რეჟისორმა თაობებს დაუტოვა. თემურ ჩხეიძე დიდუბის პანთეონში, დედის, მედეა ჩახავას გვერდით დაკრძალეს.

დღის ამბები