19 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
სროლა აშშ-ში - ღამის კლუბში 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა

2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა სროლის შედეგად ამერიკის შტატ ინდიანაში. ინციდენტი ღამის კლუბში მოხდა. დაშავებულთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მედიის ინფორმაციით, ეს უკვე ბოლო 2 დღეში მომხდარი მასობრივი სროლის მე-9 შემთხვევაა ქვეყანაში.

სამართალდამცველები სხვა დამატებით ინფორმაციას მსხვერპლებსა თუ დამნაშავეზე, ჯერჯერობით, არ ავრცელებენ. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები