18 მაისი 2024,   16:11
ვრცლად
ლიეტუვამ რუსეთიდან კალინინგრადში ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარება შეწყვიტა

ლიეტუვამ რუსეთიდან კალინინგრადში ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარება შეწყვიტა. კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი ანტონ ალიხანოვი აცხადებს, რომ ლიეტუვის რკინიგზისგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რუსეთიდან კალინინგრადის მიმართულებით გაგზავნილი პროდუქციის 50% გატარება აიკრძალა. მათ შორის ქვანახშირის, სამშენებლო მასალების, მეტალების და ტექნოლოგიების.

ეს იმას ნიშნავს, რომ კალინინგრადში მცოხვრები რუსები მსგავსი პროდუქტების გარეშე დარჩებიან.

კალინინგრადი, სადაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მდებარეობს ლიეტუვასა და პოლონეთს შორის.

ლიეტუვას გადაწყვეტილებას უკვე უპასუხეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სერგეი ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ თუ სარკინიგზო გზით პროდუქტების გატარება არ აღდგება - საპასუხო ზომებს ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა რწმუნებული უკვე დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღის ამბები