19 მაისი 2024,   22:26
ვრცლად
ამერიკული ჰოსპიტალი საქართველოში მყოფ უკრაინელებს სამედიცინო დახმარებას გაუწევს

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების კორპორაციამ და ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისში დღეს ახალი პროგრამა დააანონსეს, რომელიც საქართველოში მყოფ უკრაინელებს დაეხმარება.

მხარდაჭერა საშუალებას აძლევს ჰოსპიტალს საჭირო ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურება გაუწიოს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მათაც, რომლებიც უკრაინიდან სამკურნალოდ საქართველოში ჩამოდიან.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები