08 სექტემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ქართველი ქალი, მეტსახელად "ობობა" ათენში მოხუცებს ნარკოტიკით აბრუებდა და ძარცვავდა - საქმესთან დაკავშირებით ბერძნული მედია დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

ათენში დაკავებული 48 წლის ქართველი ქალის საქმის განხილვას სასამართლო უახლოეს პერიოდში დაიწყებს. საკმაოდ ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით ბერძნული მედია დამატებით დეტალებს ავრცელებს.

ბრალდებულს, მეტსახელად "ობობას" ყაჩაღობისა და ქურდობის 13 შემთხვევაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ეძებდა მომვლელის ვაკანსიებს, ნდობაში შედიოდა ოჯახებთან, დასაქმების შემდეგ მოხუცებს კი ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებდა და ძარცვავდა. მისი აყვანა 26 ივნისს ძარცვის მორიგი მცდელობის დროს მოხდა. დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია: ფული, სამკაულები, ფსიქოტროპული აბები, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონები. 

დღის ამბები