18 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს სამშობლოში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ

უკრაინაში გუშინ დაღუპულ ქართველ მებრძოლს სამშობლოში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ. საქართველოს საელჩო საჭირო პროცედურებს ხვალიდან დაიწყებს.

აფხაზეთიდან დევნილი კახა გოგოლი უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ლუჰანსკის ოლქში, სოფელ ტაშკოვკასთან იბრძოდა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ საბრძოლო მიმართულებად მიიჩნევა.

უკრაინაში თითქმის 5-თვიან ომს უკვე 17 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

დღის ამბები