19 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
თბილისის საკრებულო, ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო დაღუპული ბავშვის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული 13 წლის გოგონას ოჯახს დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანო უსამძიმრებს.

"თბილისის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის მწუხარება, რასაც თითოეული ჩვენგანი ახლა 13ი წლის მოზარდის გარდაცვალების გამო განიცდის. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს," - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

დღის ამბები