19 მაისი 2024,   21:39
ვრცლად
გზავნილები იყო ლიდერების მხრიდან, ყველა საუბრობდა იმაზე, რომ საჭიროა ევროპის გაფართოება და ამ კონტექსტში იყო მოხსენიებული საქართველოც - ირაკლი კობახიძე

ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე - ევროპელი სოციალისტების პარტიის კონგრესზე ოლაფ შოლცმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა. ყრილობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაციაც.

როგორც ქართული დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, ევროპელი ლიდერების მიერ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს სამომავლოდ ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროპელები ევროინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერენ. 

"იყო პოზიტიური გზავნილები საქართველოსთვის, ეს გზავნილები იყო ლიდერების მხრიდან ყველა საუბრობდა იმაზე, რომ საჭიროა ევროპის გაფართოება და ამ კონტექსტში იყო მოხსენიებული საქართველოც,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები