19 მაისი 2024,   22:37
ვრცლად
თითქმის მთელს უკრაინაში საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის - 3 დაღუპული და 4 დაშავებული, ასეთია კიევზე დილით მომხდარი იერიშის შედეგი

თითქმის მთელს უკრაინაში საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის. 3 დაღუპული და 4 დაშავებული, ასეთია კიევზე დილით მომხდარი იერიშის შედეგი. 19 მოქალაქე ევაკუირებულია, დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსი.

უკრაინის დედაქალაქს ოკუპანტებმა კამიკაძე დრონებით შეუტიეს. აფეთქებების ხმა რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ისმოდა, მოსახლეობა თავშესაფრებში გადაიყვანეს. 4 აფეთქებიდან ერთ-ერთი დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში მოხდა. აფეთქების ხმა ისმოდა ოდესაშიც, როგორც მედია წერს, დიდია ალბათობა ქალაქზე სარაკეტო თავდასხმა შავი ზღვიდან მოხდეს. რაც შეეხება ვითარებას მთლიანად ქვეყანაში - ბახმუტი და სოლედარი კვლავ ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება. ხარკოვში ამ დრომდე გათიშულია ელექტრო ენერგია. ოდესის რეგიონში 6 კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა


 

 

დღის ამბები